აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან – გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი რადიკალების მცირერიცხოვანი ჯგუფის ქმედებებს სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი განცხადებით, დასჯადი უნდა გახდეს, ის, რაც აქტივისტების მხრიდან რუსთაველზე ვნახეთ.
“წარმოუდგენელი მოცემულობაა, რომ პოლონეთში და ყველგან, სადაც ფეხი დამიდგია, გლოვის და საერთო ეროვნული ღირებულების ადგილას, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, მსგავსი კი არა, მიახლოვებულიც იკადროს.
ეს ჩვენი აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან. მართლაც რომ პრივატიზირებული აქვთ ის ღირებულებები, რომელ ღირებულებებსაც ახლაც ებრძვიან და მანამდეც ებრძოდნენ. დასჯადი უნდა გახდეს, ის ქმედებები რაც დღეს ჩვენ რუსთაველზე ვნახეთ და რასაც უკვე წლები ადგილი აქვს მთაწმინდის პანთეონში ოღონდ, სხვების მხრიდან. არ მაინტერესებს, ვინ მიიღებს მაგაში მონაწილეობას, ეს უნდა აიკრძალოს.” – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე