ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,აგვისტოს ბოლომდე ცხელი ამინდებია მოსალოდნელი…” – განახლებული პროგნოზი

,,აგვისტოს ბოლომდე ცხელი ამინდებია მოსალოდნელი…” – განახლებული პროგნოზი

როდემდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა ქვეყანაში? – ,?პრაიმტაიმი”, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროს დოდო გვაზავას ესაუბრა.
,,მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, რადგან სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების გადმოსვლა ნარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში, +40 გრადუსიც დაფიქსირდა.
დასავლეთ საქართველოშია შედარებით გრილი ნოტიო ჰაერის მასების მოქმედება, ამიტომ აქ შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. მაქსიმალური ტემპერატურაა, 37 გრადუსი.
ცალკეულ რეგიონებში, ხანმოკლე ხასიათის წვიმა, დიდ ეფექტს არ გამოიწვევს, რომ აგრილდეს, რადგანაც, ამინდი განპირობებულია სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერია მასების.
მკვეთრი ტემპერატურის კლება და აგრილება მოსალოდნელი არ არის…
ზოგადად აგვისტო, როგორც ჩანს შუა თვემდე ცხელია.
ზღვის კურორტებს რაც შეეხება, თვის პირველი კვირის განმავლობაში შესაძლებელია, ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლოს, თუმცა სიცხე ნარჩუნდება”,-ამბობს დოდო გვაზავა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.