„აგენტების რეესტრში“ 5 ორგანიზაცია გამოჩნდა

ეს ორგანიზაციებია:
· საქართველოს უკრაინელთა ახალგაზრდული ორგანიზაცია-სვიტანოკი;
· საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი;
· ქუთაისის მოზარდთა სახლი;
· ქრისტიანთა კავშირი;
· ებრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი.
იმის მიუხედავად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა წარედგინათ ფინანსური დოკუმენტებიც, ამ რეესტრში მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამონათვალია და მათი დამფუძნებლების მოძებნაა შესაძლებელი.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის „ცხელ ხაზზე“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ორგანიზაციების მიწოდებული ინფორმაცია ვებსაიტზე ეტაპობრივად გამოჩნდება.
· საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა და ხალხმრავალი აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
· 1 აგვისტოს გამოქვეყნდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესები.
· საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის სხვადასხვა მუხლისა და მთლიანად კანონის არაკონსტიტუციურად გამსოაცხადებლა რამდენიმე სარჩელია შესული, საკითხზე განმწესრიგებელი სხდომა აგვისტოს ბოლო დღეებში გაიმართა, თუმცა სასამართლოს ამ დრომდე არ უთქვამს აჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.