არქივი4 აპრილი, 2024, 11:10
“აგენტების კანონი” სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან – გერმანია
კანონის ხელახლა წარდგენა ჩვენს რწმენას ანადგურებს – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი რწმენით სავსე ნაბიჯი იყო და არა ჯილდო. „აგენტების კანონპროექტის“ ხელახლა წარდგენა ამ რწმენას საბოლოოდ ანადგურებს. ის ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან”- წერს მაღალჩინოსანი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.