არქივი30 აპრილი, 2024, 15:40
"აგენტების კანონი" "ევროკავშირის მიდგომებთან წინააღმდეგობაში მოდის" - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკომისარი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ზე წერს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო „აგენტების კანონსაც“.
ვერა იუროვა აღნიშნავს, რომ „ყურადღების გამახვილება სანქციებზე, იარლიყებსა და სუბიექტების საქმიანობის შეზღუდვაზე ევროკავშირის მიდგომებთან წინააღმდეგობაში მოდის“. მისი სიტყვებით, უმჯობესია საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის გამოცდილებით იხელმძღვანელოს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.