ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ოპოზიციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ შევა

29 ივლისს, დილით, ოპოზიცია ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანს.
"ნაციონალური მოძრაობაში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტის გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ.
ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს ხელი 22 ივლისს მოაწერეს. სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრია.
საკონსტიტუციო სასამართლოში ეს კანონი უკვე გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმაც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.