ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ცემა–ტყეპა გველის” – ელისაშვილი

ეს არის ბოროტება ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ერთხელ ხომ კინაღამ ამობრუნდა ამ ქვეყანაში ყველაფერი, ისევ ატრიალებენ ამ კანონს, ვეუბნები, რომ არ გინდა ეს კანონი, რუსულია და რუსულს როგორ გვეძახიო. არ უნდა გავატანინოთ, კაცო, რა რუსული, საქართველოში რუსული კანონი არ უნდა მიიღოს პარლამენტმა, მორჩა და დამთავრდა. ორგანიზაციების დაფინანსება არის გამჭვირვალე, ასი პროცენტით, ტყუილია ამაზე ლაპარაკი, არ ასვენებთ გამჩენი, ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ რუსეთთან, თორემ, ახსნა ამას ლოგიკური არ აქვს. მოვუწოდებ იმას, ვისაც უნდა იცხოვროს ნორმალურ ქვეყანაში – აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა–ტყეპა გველის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.