ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა

ლიგა 2-ის მეშვიდე ტურში „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „სენტ-ეტიენთან“ ფრეს მიაღწია - 2:2.
მასპინძელთა გუნდში გიორგი აბუაშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა, სტუმართა რიგებში კი ზურიკო დავითაშვილი 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს
აბუაშვილი: Sofascore 6.3, Flashscore 6.2.
დავითაშვილი: Sofascore 6.4, Flashscore 6.8.
„მეცი“ 10 ქულით მე-5 ადგილზეა და 12 ოქტომბერს „დიჟონს“ ესტუმრება.
„სენტ-ეტიენი“ 16 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „რედ სტარს“ 2 ქულით უსწრებს და 10 ოქტომბერს „როდეზს“ უმასპინძლებს.
მეცი. „სენ სიმფორიენი“
მეცი - სენტ-ეტიენი 2:2
გოლები: 0:1 პედრო (67), 0:2 ბოაჩი (71), 1:2 მბოჯი (79), 2:2 დომინგესი (89)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.