შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.
ე.წ. მეორადი ჩარიცხვა კობახიძის განათლების რეფორმის პირველ წელს, გამონაკლისის სახით დაუშვეს.
“მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული იქნება განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – www.naec.ge 11 სექტემბერს გამოქვეყნდება. ვებგვერდზე ასევე განთავსდება ინფორმაცია სარეგისტრაციო პლატფორმასთან და პროგრამების არჩევასთან დაკავშირებით.“ – წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
3 744 აბიტურიენტმა ზღვარი ვერ გადალახა, 1 795-მა გადალახა, თუმცა ვერ ჩაირიცხა – NAEC
მიქანაძე: აბიტურიენტებს, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, მეორადი ჩარიცხვის საშუალებას მივცემთ