„აბა როგორ არ ვიამაყოთ თქვენით?!“ - ნინო სუხიშვილის შთამბეჭდავი კადრები - Marao

ნინო სუხიშვილის სახელსა და გვარს ბევრი განმარტება არ სჭირდება - ის ცნობილი და წარმატებული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. ნინო ძმასთან, ილიკოსთან ერთად "სუხიშვილების" ხელმძღვანელია. ამჯერად დიდ მოწონებას ნინოს ახალი ფოტოები იმსახურებს:
ნინო სუხიშვილის ბიოგრაფია
ნინო სუხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1986 წლიდან მუშაობს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასში კოსტიუმების მხატვრად; 1986-2000 წლებში იყო ამავე დასის მსახიობ-მოცეკვავე; მუშაობდა ნაციონალური ბალეტის აღმასრულებელ მენეჯერად, ხოლო 2007 წლიდან არის ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი; 2013 წელს მისი თანაავტორობით განხორციელდა პროექტი "რამიშვილები";
მისი თანაავტორობითაა შექმნილი მოდერნბალეტ "რამიშვილებისა" და ოცამდე სხვა საცეკვაო კოსტიუმი. სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო საქართველოს, საფრანგეთისა და აშშ-ის გალერეებში, ისინი არაერთ კერძო კოლექციაში ინახება. მისი რედაქტორობით გამოცემულია წიგნები: "ქართული ნაციონალური ბალეტი", "სოლიკო ვირსალაძე", "ილიკო სუხიშვილის მოგონებები".
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.