აბას არაღჩი – თუ ირანში სახმელეთო ძალებით შეჭრას გადაწყვეტს, ჩვენ ველით, ეს მათთვის დიდი კატასტროფა იქნება

ირანი ცეცხლის შეწყვეტას არ ითხოვს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

აბას არაღჩის განმარტებით, -სთან „მოლაპარაკებების ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს“.

ასევე, მისი თქმით, თუ აშშ ირანში სახმელეთო ძალებით შეჭრას გადაწყვეტს, მაშინ ირანი ამისთვის მზად იქნება.

„ჩვენ მათ ველით. დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია მათ წინააღმდეგობა გავუწიოთ. ეს მათთვის დიდი კატასტროფა იქნება“, – განაცხადა არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ „აშშ-მა თავის მთავარ მიზანს ვერ მიაღწია, რაც სწრაფი გამარჯვება იყო“.

„მათ ეს ვერ შეძლეს და ახლა ცდილობენ, გაამართლონ ის, თუ რატომ დაგვესხნენ თავს. უამრავი მიზეზი წარმოადგინეს, მაგრამ არცერთმა იმუშავა“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად