აბასთუმნის ცის დაკეტვა კურორტის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია –

ივანიშვილის პრემიერი, აბასთუმნის ცის დაკეტვას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კურორტის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.
“ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები მოვისმინეთ, თუმცა სასპეკულაციო აქ არაფერია. კონკრეტული ინტერესებია 2 მიმართულებით: პირველი, ობსერვატორიას რაც შეეხება – ამასთან დაკავშირებით მიმართვაც იყო. სამეცნიერო კვლევითი მიზნებისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანი იყო. ეს შედის ობსერვატორიის ინტერესებში, რომელსაც საქართველოში არსებობის ძალიან დიდი ტრადიცია აქვს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი ორგანიზაციაა. შესაბამისად, მისი მხარდაჭერა ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.
ასევე, ეს კურორტის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია. სხვადასხვა ქვეყანაში შესაბამისი პრაქტიკა არსებობს. ორი ძალიან მყარი საფუძველი არსებობდა იმისთვის, რომ შესაბამისი გადაწვეტილება მიგვეღო, რაც ფრენის მარშრუტებს უკავშირდება. ეს ქვეყანას არავითარ ზიანს არ აყენებს, პირიქით, ეს გადაწყვეტილება სწორედ ქვეყნისთვის სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული”. – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
აბასთუმნის ცა დაიკეტა, ტერიტორიაზე რამდენიმე საერთაშორისო ავიატრასა გადიოდა