ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Украинская правда: უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რუსეთში დრონებით შეუტია კიდევ ორ ობიექტს

გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" უკრაინის დაზვერვის სამსახურიდან წყაროზე დარყდნობით წერს, რომ ღამით უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორიაზე მორიგი სპეცოპერაცია მოაწუო.
წყარო ამბობს, რომ დრონებით თავდასხმა მხოდა ტამბოვის დენთის ქარხანაზე და კლინცის ნავთობის საცავზე. მისივე თქმით, დენთის ქარხანაზე თავდასხმის სედეგები ზუსტდება, მაგრამ კლინცში არის "სამხედრო ობიექტის მნიშვნელოვანი დაზიანება".
"პუტინმა ყველაზე მეტ რადიოელექტრონული ბრძოლისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს თავი მოუყარა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების დამუშავდება შემდგომშიც", - ამბობს წყარო გამოცემასთან.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.