„РБК“: ფაშინიანს პოსტის შესანარჩუნებლად ბრძოლა ელის

რუსული მედია РБК-ის პროგრამის „განმარტებითი ბრიგადაში“ მიმომხილველების თანახმად, აძლიერებს გავლენის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში და მოსკოვის ყურადღების ცენტრში სომხეთის და რეგიონული ბალანსია.

ექსპერტების თანახმად, სამხრეთ კავკასია რუსეთისთვის კვლავაც სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად რჩება როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

მიმოხილვის შედეგად, „РБК“ ხაზს უსვამს, რომ სომხეთის საპარლამენტო უკიდურესად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან მისი შედეგებით განისაზღვრება პრემიერ-მინისტრი და, შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკური კურსი – “სომხეთი ცდილობს ისარგებლოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უპირატესობებით და ამავდროულად გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან. ვლადიმირ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს მიანიშნა, რომ ამ ორი მიმართულების შეთავსება შეუძლებელია”.

როგორც „РБК“ წერს, ფაშინიანს პრემიერ-მინისტრის პოსტის შესანარჩუნებლად ბრძოლა ელის: მიუხედავად იმისა, რომ მას შანსები აქვს, კონკურენცია სერიოზული იქნება.

ამასთან, გადაცემის წამყვანებმა აღნიშნეს, რომ იმის მიუხედავად, ვინ გახდება პრემიერი, რუსეთმა აუცილებელად უნდა იმუშაოს საზოგადოებრივ აზრზე.

“სომხურ საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ რუსეთმა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ყარაბაღის ომის დროს ქვეყანას დახმარება არ გაუწიეს; ეს აქტიურად გამოიყენება რიგი ძალების მიერ და, თავის მხრივ, ანტირუსული განწყობების ზრდას უწყობს ხელს”.