ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Лукойл-ის ვიცეპრეზიდენტი, ვიტალი რობერტუსი გარდაიცვალა

რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიის, Лукойл-ის ვიცეპრეზიდენტი ვიტალი რობერტუსი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი ვლადიმერის ძე რობერტუსი 54 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა". - წერია Лукойл-ის პრესრელიზში.
რობერტუსი კომპანიის მეოთხე ტოპ მენეჯერია, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გარდაიცვალა.
2022 წელს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს Лукойл-ის ყოფილი ტოპ მენეჯერი, ალექსანდრ სუბოტინი. მისი გარდაცვალების მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა დასახელდა.
ამავე წელს გარდაიცვალა, Лукойл-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რავილ მაგანოვი, რომელიც ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი შენობის ფანჯრიდან გადმოვარდა.
2023 წლის ოქტომბერში კი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მაგანოვის შემცვლელი, ვლადიმირ ნეკრასოვი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად ამ შემთხვევაშიც გულის მწვავე უკმარისობა დასახელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.