Агентство: ФСБ-სთან დაახლოებული ინსტიტუტი თბილისში მართავს კონფერენციას “ღირებულებებზე”

რუსულენოვანი დამოუკიდებელი მედიაპროექტი Агентство წერს, რომ ორშაბათს, 22 აპრილს თბილისში იმართება კონფერენცია: “ და მსოფლიო: დიალოგები – 2024, მიზიდულობის ძალები”.
როგორც მედია წერს, მისი ერთ-ერთი ორგანიზატორია კომუნიკაციების განვითარების საგამოძიებო ეროვნული ინსტიტუტი (НИИКР), რომელიც რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ), საგარეო დაზვერვის საბჭოსა (СВР) და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლების მიერაა შექმნილი.
НИИКР-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანონსის მიხედვით, კონფერენციაზე რუსმა და ქართველმა “ექსპერტებმა” უნდა განიხილონ თემა “ტრადიციულ ღირებულებებზე, როგორც ქვეყნებისა და ერების დამაახლოებელზე”.
საქართველოდან კონფერენციაში ჩართული არიან პრორუსული ორგანიზაციები: ევრაზიის ინსტიტუტი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი SIKHA Foundation-ი.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვა НИИКР-ს დირექტორის მოადგილე ვალენტინა კომლევა, პოლიტექნოლოგი ევგენი მინჩენკო, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი ალექსანდრე იაკოვლევი. ამას გარდა, ვიდეოზარით ჩაერთვებიან რუსეთის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მსოფლიოს სამხედრო ეკონომიკისა და სტრატეგიის ინსტიტუტის მკვლევარი ევგენია გორიუშინა.
НИИКР-ს ვებგვერდზე არაა დაზუსტებული კონფერენციის ჩატარების ადგილი. როგორც Агентство წერს, მათ კომლევამ დაუდასტურა, რომ კონფერენცია მართლაც ორშაბათს, თბილისში ტარდება.
მასალა განახლებადია