პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯიბუტის სანაპიროსთან ნავის გადაბრუნების შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა

ჯიბუტის სანაპიროსთან ნავის გადაბრუნების შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ორ კვირაში მეორედ, ჯიბუტის სანაპიროსთან ნავი, რომელსაც 77 ადამიანი გადაჰყავდა, გადაბრუნდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა და 28 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ცნობისთვის, ორი კვირის წინ, ჯიბუტის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.