ცესკო განცხადებას ავრცელებს და სარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრალდებებს ეხმიანება

ცესკო განცხადებას ავრცელებს და სარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრალდებებს ეხმიანება
“საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, კონკრეტული პირები ავრცელებენ განცხადებებს, უხეშად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებაში ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ადანაშაულებენ.
სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე.
გვინდა მივმართოთ დაინტერესებულ პირებს, ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ნუ გამოიყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, დაელოდონ შესაბამისი ორგანოების მიერ კანონით გათვალისწინებულ მოქმედებებს და ნუ გაავრცელებენ არასწორ ინფორმაციას.”– ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა – როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით