არქივი25 იანვარი, 2024, 06:26
შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულებით არსებულ მუნიციპალურ სერვისებთან დაკავშირებით რუსთავის მედიათეკაში ქალაქის მერთან შეხვედრა გაიმართა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულებით არსებული მუნიციპალური სერვისები - ამ საკითხზე იყო საუბარი რუსთავის მედიათეკაში გამართულ შეხვედრაზე. ნინო ლაცაბიძემ ცენტრის ბენეფიციარების მშობლებს ის ახალი პროგრამები გააცნო, რასაც რუსთავის მერია 2024 წლის განმავლობაში განახორციელებს.
მიმდინარე წლიდან, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს რუსთავის მერია, 20 თერაპიულ სეანსს უფინანსებს. წელსვე დაიწყო კიდევ ერთი ახალი პროგრამაც, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საკურორტო მომსახურებას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.