შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიაში –

შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა.
ს თქმით, ის მოხარულია, რომ ხელისუფლებამ სწრაფად იმოქმედა. ელჩი პოლიტიკურ სპექტრს ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს.
“მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს. შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც განხილული და დამტკიცებული იქნა მთავრობის მიერ, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიასთან. ევროპული კომისიის კოლეგები ყურადღებით შეისწავლიან სიტუაციას და თავიანთ შეფასებას გამოაქვეყნებენ.
ბედნიერი ვარ, რომ ეს ხდება არა დროის დასაკარგად, არამედ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ რეფორმები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველომ შეძლოს, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს შემდეგ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება სწრაფად დაეწიოს სა და მოლდოვას.
ევროინტეგრაცია უდიდესი ამოცანაა, მონუმენტური ამოცანა და ამაში ყველა უნდა იყოს ჩართული და ყველა უნდა თამაშობდეს თავის როლს. ერთიანობა აუცილებელია. საქართველოს გერბზეც ეს წერია, ძალა ერთობაშია – ესაა ზუსტად ის, რაც ევროინტეგრაციაში გჭირდებათ.
თუ შეხედავთ ჩემი ან სხვა ქვეყნების მაგალითს, რომლებიც ევროკავშირს შეუერთდნენ წარსულში, ეს ყოველთვის ყველას კოლექტიური ძალისხმევა იყო, ამიტომ ნათელია, მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიური, ხელი გაუწოდოს ოპოზიციას, მოუსმინოს სამოქალაქო საზოგადოებას, ამავდროულად კი ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და სცადონ ამ საერთო ძალისხმევაში წვლილი შეიტანონ.
როდესაც ერთად დგანან, ქართველებს ბევრი დიდი საქმის კეთება შეუძლიათ. ევროინტეგრაცია არის ამოცანა, რომელიც ეროვნული პრიორიტეტია. მე ვიცი ესაა მოქმედი ხელისუფლების მიზანი, ვიცი, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები ამ მიზანს მხარს უჭერენ და გულწრფელად მჯერა, რომ ყველა ერთად იმუშავებს იმისათვის, რომ საქართველომ ამ მიზანს სწრაფად მიაღწიოს,” – აცხადებს ჰერჩინსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას

თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო, წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც 13 000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეიძინა კერძო სახლი საკუთარი მიწის ნაკვეთით

პრემიერი ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე – კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით

თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს