– მინდა მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს ძალისხმევისთვის – კვლავაც ველით მათგან ინტენსიურ პარტნიორობასა და თანამშრომლობას

მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს მათი ძალისხმევისთვის. კვლავაც ველით მათგან ინტენსიურ პარტნიორობას და თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „X“-ზე წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, შეხვედრა კახეთის რეგიონში, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ელჩებთან მეგობრულ, არაფორმალურ გარემოში გაიმართა.
„კახეთის სოფელ კარდენახში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ელჩებთან გვქონდა მეგობრული, არაფორმალური შეხვედრა, სადაც გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების წინ კიდევ უფრო აქტუალური და დროული იყო. გავმართეთ საუბრები ამ რთულ და საინტერესო გზაზე საქართველოს მიღწევებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს მათი ძალისხმევისთვის. კვლავაც ველით მათგან ინტენსიურ პარტნიორობას და თანამშრომლობას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია