ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ალენ ბერსეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესი და შედეგები გააცნო.
„პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, აგრეთვე, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ესაუბრა და ძალადობრივი პროტესტის ქრონოლოგიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მიმდინარე მოვლენების ადეკვატურად შეფასების მნიშვნელობას.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობაზე, როგორც დემოკრატიული პროცესის განუყოფელ ნაწილზე.
მხარეებმა გამოხატეს, ღია დიალოგის საფუძველზე, შემდგომი თანამშრომლობის მზაობა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ და აღნიშნული დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…