ყველაფრის მკადრებლების დრო უნდა დასრულდეს და მათი განაჩენიც უნდა დადგეს –

„ყველაფრის მკადრებელი“ უწოდა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა მ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს, მაშინ, როცა ქოლ-ცენტრების ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმესთან მის კავშირზე ისაუბრა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ისეთი ადამიანების დრო, რომლებიც ყველაფრის მკადრებლები არიან და ეს გამოჩნდა კეზერაშვილის შემთხვევაში, რომელმაც საკუთარი ჯარი გაძარცვა, უნდა დასრულდეს.
„ევროპელი პენსიონერების მძარცველი, რომელიც ქურდად ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოყალიბდა, როდესაც გაძარცვა საკუთარი ჯარი, რა თქმა უნდა, ყველაფრის მკადრებელია. ყველაფრის მკადრებლების დრო უნდა დასრულდეს და მათი განაჩენიც უნდა დადგეს. გარდა იმისა, რომ 26 ოქტომბერს საზოგადოება მათ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს, „ქართული ოცნება“, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობაში მოვა, მათ სამართლებრივ განაჩენსაც დაახვედრებს აუცილებლად“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთნაისქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმებაზე უარი თქვა, რა სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სამართლებრივი ლოგიკის, ისე დემოკრატიული პრინციპების კუთხით

ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ხელისუფლების ლეგიტიმაციასა და ქვეყნის „ევროპულ გზაზე დაბრუნებაზე“ სცილდება პარტნიორული ურთიერთობის ჩარჩოებს, ზეწოლის ფორმას იღებს და სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაა

არცერთი უცხოელი აქტორის საქმე არასდროს იქნება თუ როგორ წარმართავს ხალხის მიერ მრავალჯერ არჩეული საქართველოს ხელისუფლება საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სახეზეა იდეოლოგიურად დამარცხებული ევროკრატიის კონვულსიები, რომ როგორმე რაღაც დაამტკიცონ საერთაშორისო ასპარეზზე