ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღაზაში, ალ-აქსას საავადმყოფოს 600-მდე პაციენტისა და პერსონალის ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია - ჯანმო

ღაზის სექტორში მდებარე ალ-აქსას საავადმყოფოს 600-მდე პაციენტისა და პერსონალის ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია, - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, საომარი მოქმედებების გამწვავებამ და ევაკუაციის შესახებ ისრაელის ბრძანებებმა ისინი იძულებული გახადა, დაწესებულება დაეტოვებინათ.
უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, ჯანმო-ს მოუწია, გაეუქმებინა 7 იანვარს დაგეგმილი მისია ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ხუთ საავადმყოფოში. შესაბამისად, დაწესებულებებს პირველადი საჭიროების მარაგი ვერ მიაწოდეს.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 5-დან 7 იანვრამდე, 225 პალესტინელი დაიღუპა და 296 დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.