არქივი2 აგვისტო, 2024, 09:37
ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი სამი დღის მანძილზე კვლავ შენარჩუნდება
ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი სამი დღის მანძილზე კვლავ შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 2-დან 5 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სანაპირო რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
დედაქალაქში დღეს დროგამოშვებით წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება, 3-5 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.