ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დამნაშავეებმა აგონ პასუხი – ომბუდსმენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე მოსახლეობას შეხვდა

სახალხო დამცველი გორის მუნიციპალიტეტში იმყოფება. ლევან იოსელიანი თავდაპირველად სოფელ კირბალში ჩავიდა სადაც ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა და ლევან დათიაშვილი მოინახულა.
მოგვიანებით ომბუდსმენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფელ, ნიქოზში მოსახლეობას შეხვდა.
სახალხო დამცველის განცხადებით, თამაზ გინტურის მკვლელები ამ დრომდე არ არიან დასჯილები, თუმცა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თითოეულმა დამნაშავემ პასუხი აგოს თავის ქმედებაზე.
“დამნაშავეების დასჯაზე რა მოგახსენოთ, ყველას გვესმის, რომ ეს ასე ადვილი არ იქნება. გასული ამბებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი მოქალაქეების მკვლელობას უკავშირდება, არც ერთ მათგანი, ჯერჯერობით, არ არის დასჯილი.
ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დამნაშავეებმა აგონ პასუხი, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისევე ქვეყნის შიგნით. გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ რა მოხდა, ვინ ჩაიდინა დანაშაული”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის

მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება, გუნდში გვყავს 7 ახალი მინისტრი, არაერთი ცვლილება განვახორციელეთ, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი