ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და თვითდასაქმების პროექტის მონაწილე დევნილ ქალბატონებს საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი და სერტიფიკატები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, სილამაზის ინდუსტრიისა და ხელნაკეთი ნივთების დამზადების შემსწავლელი კურსების მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი და სერტიფიკატები გადაეცათ.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით განახორციელა.
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და თვითდასაქმების პროექტის ფარგლებში შერჩეული 8 დევნილი ქალბატონიდან, ოთხმა სასწავლო კურსი „Natali Academy“-ში, ხოლო ოთხმა მონაწილემ ხელნაკეთი ნივთების შესწავლა ზუგდიდში, ირდას სახელოსნოში გაიარა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ქაზიმ ქართალი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი თუბა ოზუთოქი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, სამინისტროსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა