ფიროსმანის ქუჩაზე, 27 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც თვითმხილველები „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჰყვებიან, შემთხვევა წუხელ, დაახლოებით, 20:00-21:00 საათზე მოხდა.
მოკლულია 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი. ასევე, დაჭრილია მისი თანმხლები პირი, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
თვითმხილველის განმარტებით, შავი ფერის მანქანა მოძრაობის წესების დარღვევით გზის მეორე მხარეს გადავიდა და ახალგაზრდა ბიჭს გამიზნულად დაეჯახა.
„გიჟივით შემოიჭრა წრეზე, ისეთი ხმა იყო, მაშინვე გავიხედე. მანქანა ბიჭს დაეჯახა, რის შემდეგაც წაიქცა. ვინც დაეჯახა, ის მანქანიდან გადავიდა, ცემა დაუწყეს ერთმანეთს, შემდეგ სროლის ხმა გავიგე. სავარაუდოდ, 2 იარაღიდან მოხდა გასროლა, რადგან სხვადასხვანაირი ხმა იყო, დაახლოებით, 4-5-ჯერ ისროლეს.
ვინც დაეჯახა, ის მანქანაში მარტო იყო თუ არა, არ მახსოვს.
ეს ბიჭი სასწრაფოს მოსვლიდან 10-15 წუთში გარდაიცვალა.
აქ ამბობდნენ, მოკლულს ჯავშანჟილეტი ეცვა, სასწრაფო რომ მოვიდა ჟილეტს ხდიდნენო… როგორც ჩანს, ელოდებოდა ეს საფრთხეს.
სავარაუდო მკვლელი, წარსულში ნასამართლევი ყოფილა. ამბობენ, ადრე იმ ბიჭმა დაჭრა, ვინც წუხელ მოკლესო. სიმართლეა, თუ არა, არ ვიცი.
აქ მაცხოვრებლები ამბობდნენ, მთელი დღის მანძილზე უთვალთვალებდაო. ალბათ, შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა, თორემ ამდენი კამერის და ამდენი ადამიანის თვალწინ არ გააკეთებდა“, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ კეთდება.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია