უკრაინის მხარდაჭერის გამო, ათენში ბენდ THE TIGER LILLIES-ის კონცერტი გაუქმდა

საბერძნეთის დედაქალაქში The Tiger Lillies კონცერტი გაუქმა. მიზეზი ბრიტანული ბენდის პოლიტიკური შეხედულებები გახდა. ინფორმაციას ბერძნულ მედიებზე დაყრდნობით გამოცემა Meduza ავრცელებს.
კონცერტის ორგანიზატორი ათენური წიგნების მაღაზია Biblioteque იყო. მაღაზიის წარმომადგენლების თქმით მათი მომხმარებლების ნაწილს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ბენდი ღიად მხარს უჭერს უკრაინას.
“ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი წინააღმდეგი ამ კონცერტის გამართვის”. – წერია Biblioteque-ის განცხადებაში.
ბენდის კონცერტი ათენის ისტორიულ ნაწილში მეტროპოლიტენის ახალი სადგურის გახსნის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების მხარდასაჭერადაც იმართებოდა.
The Tiger Lillies უკრაინაში 2023 წელს ჩავიდა. ბენდმა კონცერტები კიევსა და ლვოვში გამართა. მოგვიანებით მუსიკოსებმა ახალი ალბომი დააანონსეს, რომელსაც Ukraine ერქმევა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)

ალექს ჩიღვინაძე: სტურუა 50 წლის წინ იყო „კავკასიური ცარცის წრის“ რეჟისორი, დღეს ის „ვეფხისტყაოსნის“ რეჟისორია. “ცარცის წრე” ვერ იქნება ინდულგენცია და ვერ გაამართლებს დღევანდელ მხატვრულ კრახს