უკრაინის თავდაცვის მინისტრი – ჩვენი გამარჯვება არ იქნება შობის სასწაული ჰოლივუდის ფილმიდან

ომში უკრაინის გამარჯვება უკრაინის დამცველების ბრძოლის შედეგი იქნება – ჰოლივუდური ფილმიდან საშობაო სასწაულის იმედი არ უნდა გქონდეთ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
„ასობით ათასი დამცველი შობას აღნიშნავს სანგრებში და სადამკვირვებლო პუნქტებში მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, საბრძოლო მანქანებში, ტანკებში, საევაკუაციო სამედიცინო ტრანსპორტში, იარაღთან, სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ახლოს. ისინი იქ არიან, რათა შობის შუქი მილიონობით უკრაინული ოჯახის სახლებში აინთოს, რათა შობის ნათელმა განდევნოს სიბნელე ქალაქებიდან და მოეფინოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
მისი თქმით, უკრაინის არმიის ჯარისკაცები უკრაინელ ხალხს იმედს და ძალას აძლევენ ერთიანობის შესანარჩუნებლად. “ჩვენი გამარჯვება არ იქნება საშობაო სასწაული ჰოლივუდის ფილმიდან. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგი. მათი, ვისაც იარაღი უჭირავს ფრონტზე და ვინც ზურგში იბრძვის, ვისაც მოაქვს ყველაფერი, რაც ჯარისკაცებს სჭირდებათ“, – აცხადებს უმეროვი.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა