სახალხო დამცველმა თბილისის პოლიციის სამმართველოში მოთავსებული დაკავებულებიც მოინახულა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თბილისის პოლიციის სამმართველოში მოთავსებული დაკავებულებიც მოინახულა.
ომბუდსმენის თქმით, აღნიშნულ იზოლატორში რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე გუშინ და გუშინ წინ დაკავებული 18 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის, პოლიტიკოსები.
იოსელიანის განცხადებით, რამდენიმე მათგანი ფიზიკურ დაზიანებაზე მიუთითებს, მათ შორის, „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე.
„ყველა დაკავებული მოვინახულე. მთლიანობაში არის 18 პირი. რამდენიმე მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებაზე, რომელიც აქ იმყოფება და რომელიც ამბობს, რომ დაკავებისას ისიც იყო ფიზიკური ზემოქმედების მსხვერპლი. ვინც მე მოვინახულე, აქედან ერთ ადამიანს ცხადად ეტყობა სახეზე [დაზიანება] და ერთს ცხადად ეტყობა კისერზე. დეტალურად მე არ დამითვალიერებია. ზოგი ამბობს, რომ ტანზე აქვს [დაზიანება]”, – განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, მანამდე, სახალხო დამცველმა ავჭალის იზოლატორში მოთავსებულები 6 ადამიანი მოინახულა, რომელთაგან მისი თქმით, 2 ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს. ომბუდსმენის განცხადებით, ერთ დაკავებულს დაზიანებები სახის არეში ეტყობა, მეორეს კი დაზიანებები არ აღენიშნება.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა