სამარცხვინოა, რომ ქართველ ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, სამართლიანი სასჯელისგან მის დახსნას ცდილობენ

სამარცხვინოა, რომ ქართველ ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, სამართლიანი სასჯელისგან მის დახსნას ცდილობენ
სამარცხვინოა რეზოლუციის ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე, რომლითაც ევროკავშირის ოფიციალური ინსტიტუცია, უკვე მერამდენედ, უკანონო ზეწოლით ცდილობს ს სამართლიანი სასჯელისგან დახსნას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მანვე აღნიშნა, რომ სამარცხვინოა, რომ ქართველი ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, ევროპული ინსტიტუციების გამოყენებით, სამართლიანი სასჯელისგან მის უპირობო დახსნას ცდილობენ.
„იმ ევროპარლამენტარებს, რომლებისთვისაც ამ რეზოლუციის მხარდაჭერა მხოლოდ სტატისტიკაა, შევახსენებ, რომ საუბარია ადამიანზე, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღიარებით (საქმე ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ) საქართველოს ციხეებში „წამების სისტემა“ შექმნა; დახურა ან ჯიბეში ჩაიდო ყველა ტელევიზია; რომლის რეჟიმის ტრაგიკული შედეგები მაშინდელ ციხეებში ასეულობით ათასმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა; სამარცხვინოა, რომ ქართველ ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, ევროპული ინსტიტუციების გამოყენებით, სამართლიანი სასჯელისგან მის უპირობო დახსნას ცდილობენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძემ დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამას აკეთებს მაღალი შედეგიანობით. რა უნდა ქნა, როდესაც არანაირი ჩირქის მოსაცხობი ფაქტი, ასეთი ადამიანის წინააღმდეგ არ არსებობს? უნდა მოიგონო ფანტასმაგორიული ისტორია ათასჯერ გადაღეჭილი უნიჭო სცენარით

რამდენიმე საინფორმაციო საშუალების განსაკუთრებული აგრესიის ობიექტებად პერიოდულად იქცევიან ის ადამიანები და მათი ოჯახის წევრებიც კი, რომლებიც საქართველოს ინტერესების დასაცავად, ეფეტურად ებრძვიან კრიმინალს, ბოლო ხანებში ასეთად ამოარჩიეს მამუკა მდინარაძე

ნუთუ ამდენს ხანს ვერ მიხვდნენ, მამუკა მდინარაძეს ვერ შეაშინებ ამით, მარტო მამუკას არა, “ქართული ოცნების” თითოეულ წევრს და ყველა მათ მხარდამჭერს. ყველა ათვიცნობიერებს რა ზეწოლაშია ჩვენი სამშობლო, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე