რუსთავში, ტაშკენტის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება

რუსთავში კიდევ ერთი ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. პროექტი ტაშკენტის ქუჩაზე სამანქანე გზის, ტროტუარების, სანიაღვრე ქსელის, ველობილიკების, საპარკინგე და მწვანე ზონების მოწყობას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე, სამუშაო შეხვედრა გამართა რუსთავის მერმა.
ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ახალი პროექტის ღირებულება, თითქმის, სამ მილიონ ლარს აღწევს და ის ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
“როგორც ადგილობრივების, ისე მთავრობის მხარდაჭერით, სამი მილიონი ლარი გამოიყო, სწორედ ამ პროექტისთვის. დაიწყო სამუშაოები. მოეწყობა როგორც ცენტრალური საგზაო ნაწილი, ისე დაემატება ახალი რეკრეაციული სივრცეები. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს შეემატება კიდევ ერი ევროპული, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო ქუჩა”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი