არქივი20 დეკემბერი, 2023, 06:37
რუსთავის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მერიის მუნიციპალური სერვისების ახალ ცენტრში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს პროფესიული დღე მიულოცეს
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების ახალ ცენტრში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს პროფესიული დღე მიულოცეს.
ნინო ლაცაბიძემ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს სპეციალური მადლობის სიგელები გადასცა. მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი რუსთავის მერიაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ჩამოყალიბდა და 2023 წელს გაიხსნა.
ცენტრის გახსნის შემდეგ, ადგილობრივები ყველა მუნიციპალური სერვისით ერთ კომფორტულ და თანამედროვე სივრცეში სარგებლობენ.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.