პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტია

რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტია

რუსეთმა 31 დეკემბრის ღამეს უკრაინის ტერიტორიას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, ქვეყნის დედაქალაქში, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ კიევში საჰაერო თავდაცვა მოქმედებს.
ამასთან, რუსეთის არმიამ უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე მიმართულებით შეუტია. დრონები დაფიქსირდა პოლტავას ოლქის სამხრეთ ნაწილში, სუმისა და პოლტავას ოლქების საზღვარზე, ასევე სუმის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.