პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, – განცხადებას სოციალურ ქსელში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აქვეყნებს.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.
გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, – წერს პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი: საშოვარზე გამოსული ადამიანები სვავებივით დაეძგერნენ ლაზარე ჯორბენაძეს და მისი ტრაგედია საკუთარი მარგინალური პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენეს – ტრაგიკულად გარდაცვლილის ხსოვნას პატივისცემა სჭირდება და არა მისი სახელით ინტრიგების შეთხზვა და ეთერიდან ეთერში უნამუსოდ პოზირება