პარლამენტის რიგგარეშე სესია, რომლის ფარგლებშიც ორი პლენარული სხდომა გაიმართა, დაიხურა

პარლამენტის რიგგარეშე სესია, რომლის ფარგლებშიც ორი პლენარული სხდომა გაიმართა, დაიხურა. სესიის დახურვისას სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე ახალი გენერალური პროკურორი აირჩია და პირველი მოსმენით “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მიიღო. ასევე დაჩქარებული წესით დანიხილეს და სამივე მოსმენით მიიღეს “თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონსა და “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები.
პოლიტიკური შეხედულებების გამო, რიგგარეშე სხდომებს ოპოზიციის ძირითადმა ნაწილი ბოიკოტი გამოუცხადა.
პარლამენტი მუშაობას სექტემბერში დაუბრუნდება – სექტემბრის პირველ სამშაბათს საშემოდგომო სესია გაიხსნება.

ასევე დაგაინტერესებთ

პაპუაშვილი: სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლებში განსხვავებული აქცენტებია, საქართველოს შემთხვევაში განმსაზღვრელი სიტყვებია -თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა, ეს არის პოლიტიკური მანიფესტიც