ოპოზიცია მათ მიერ ინიციირებული კანონპროექტების განხილვის დაჩქარებას ითხოვს

ოპოზიცია მათ მიერ ინიციირებული კანონპროექტების განხილვის დაჩქარებას ითხოვს. მათი განცხადებით, ათობით საკანონმდებლო ინიციატივა მსვლელობის გარეშეა დატოვებული.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკითხი საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე დააყენეს და რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები მოითხოვეს, იმისთვის, რომ ოპოზიციამ საკუთარი ინიციატივების გატანა პარლამენტში უფრო მარტივად შეძლოს.
ოპონენტებს სხდომაზე უპასუხეს მმართველი გუნდის წევრებმა, რომლებმაც განმარტეს, რომ რეგლამენტში ცვლილებები საჭირო არ არის და კონკრეტული კანონების განხილვა პოლიტიკური კონსენსუსის საგანია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძემ ახალი პოზიციიდან საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე