ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივა ეროვნული არქივის კინოთეატრში

2-4 თებერვალს საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება ოთარ იოსელიანის აღდგენილი ფილმების ჩვენება. რეტროსპექტივა ეძღვნება რეჟისორის 90 წლის იუბილეს:
„რეჟისორის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად 3 დღის განმავლობაში ეროვნული არქივის კინოთეატრში მაყურებელი იხილავს ციფრულად რესტავრირებულ 5 მხატვრულ ფილმს”, – წერს ეროვნული არქივი.
· 2 თებერვალი, 19:00 – „იყო შაშვი მგალობელი“
· 3 თებერვალი, 16:00 – „პასტორალი“; 18:00 – „მთვარის ფავორიტები“
· 4 თებერვალი, 16:00 – „გიორგობისთვე“; 18:00 – „და იქმნა ნათელი“
საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი მდებარეობს პეკინის გამზირზე 40 ნომერში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!