ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიუნხენის კონფერენციაზე ისეთები ხდება, მშობელი ნომერი ერთი საკუთარ ტრანსგენდერს ხელში არ აიყვანსო…

მიუნხენის კონფერენციაზე ისეთები ხდება, მშობელი ნომერი ერთი საკუთარ ტრანსგენდერს ხელში არ აიყვანსო…

„მიუნხენის კონფერენციაზე ისეთები ხდება, მშობელი ნომერი ერთი საკუთარ ტრანსგენდერს ხელში არ აიყვანსო…“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.
მისი თქმით, ორი გამოსავალი აქვს ბრიუსელს – ან ნებით მიიღოს ტრამპის პოლიტიკა, ან – იძულებით.
„ფაქტობრივად, ორი გამოსავალი აქვს ბრიუსელს – ან სიამოვნებით დანებდეს ტრამპის პოლიტიკას და ან საკუთარი ხელით აახდევინებენ ნამუსს!
ასე ემართებათ მათ, ვინც საკუთარ იდენტობას შარაგზაზე აქირავებს და სოროსის ხარჭა ხდება!
ეს საცოდავები გვემუქრებიან რეზოლუციებით და ამათი იმედი აქვს ჩვენს იმპოტენტ ოპოზიციას, რომ საქართველოში რევოლუციას მოაწყობენ?!
P.S. ზურაბიშვილს და გახარიას ყურადღება მიაქციეთ მანდ, რამეს არ წამოასკდნენ…“, – წერს ქადაგიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.