“მთხოვა არ მეთქვა ეს ამბავი, რადგან ვინმემ არ იფიქროს…” – კახა კალაძის საამაყო საქციელი

ქართველი გრიმიორი, ქეთევან ჩანთაძე, რომელიც -ს პრესტიჟულ სკოლაში – Cinema Makeup School სწავლობს, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს და ახლა უკვე თბილისის მერს, კახა კალაძეს დახმარებისთვისმადლობას სოციალურ ქსელში უხდის.

“აქამდე საჯაროდ მადლობა არ გადამიხდია იმ ადამიანისთვის ვისაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემი დიდი და ურთულესი ბრძოლის წარმატებით დასრულებაში. მადლობას ვუხდი კახი კალაძეს რომელმაც უდიდესი დახმარება გამიწია და სწავლის ნახევარი დამიფინანსა. მაშინ ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი იყო და მერობის კანდიდატად მოიაზრებოდა. მთხოვა არ მეთქვა ეს ამბავი, ვინმემ არ იფიქროს რომ საარჩევნოდ ქულებს ვიწერო. ეს შოკი და სიხარული ერთად მოვიდა. იყო სხვა ბევრი სირთულეები, ვიჭედებოდი დროში და სწავლის გადატანა მომიწია რაც დიდ პრობლემებს და ნერვიულობას უკავშირდებოდა.

დღეს მე აქ ვარ და ვიწყებ მოგზაურობას. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დამეწერა რადგან მადლობა ამ ეტაპზე ის მინიმუმია რაც ჩემი მხრიდან შემიძლია კახის მიმართ გამოვხატო. ამ მადლიერების სიტყვებით გადმოცემა კი საკმაოდ რთულია”, – წერს ქეთევან ჩანთაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს