მელიქიშვილის გამზირზე აქცია დასრულდა

ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ.
ოპოზიციის ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილებს დაახლოებით დილის 8 საათისთვის გააცნო „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ:
„რაღაცნაირად უნდა გადავიგეგმოთ და რაღაცა განსხვავებულია მოსაფიქრებელი და არა იგივე, რასაც აქ ვაკეთებდით”.
ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ სტრატეგია შეცვალა და მელიქიშვილის გამზირის გადაკეტვას ხელს არ უშლის, რაც უკვე „შინაარსსაა მოკლებული” და არაფერს შეცვლის. ამიტომ, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ დღეს აქცია დაიშალოს, მონაწილეებმა დაისვენონ და დღის განმავლობაში შეიმუშაონ ახალი გეგმა სავარაუდოდ, ხვალისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა აშშ-ში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტზე: ამ შეხვედრებით ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, კობახიძე ამ შემადგენლობას გაუშვებდა და თვითონ არ წავიდოდა?

ნიკა გვარამია: რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, რა ინფორმაცია გვაქვს, რა ზომებს მივმართავთ – სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი”? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?