ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაღალმთიან აჭარაში თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა

მაღალმთიან აჭარაში თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა,- ამის შესახებ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი”, - აღნიშნეს უწყებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.