მამუკა გამყრელიძე ლაპარაკობს სისულელეს, არ ვაპირებ სისულელეზე თავის მართლებას – პაატა მანჯგალაძე

პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას შეფასებები უკვე მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე მის განცხადებებს სისულელეს და ბოდვას უწოდებს. მისივე თქმით, ოპოზიცია ბრიუსელში ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებაზე ზრუნავდა.
“მამუკა გამყრელიძე ლაპარაკობს სისულელეს. არ ვაპირებ სისულელეზე თავის მართლებას. სისულელეა, ბოდვაა, დადასტურდა, რომ ასე არ არის. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და თქვა, რომ არ შეხვედრია პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელიც ამას ამბობდა. გამყრელიძე რას აკეთებს და რა აქტივობა აქვს ისეთი, რომ კომენტარები გავაკეთო, არ ვიცი… მე არ მაინტერესებს ვინ რა თქვა, მე მაინტერესებს, როგორ ვასრულებთ 9 პირობას.
ბრიუსელში დეტალურად ვსაუბრობდით იმაზე, თუ ქვეყანას როგორ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი, ჩვენ სხვა მიზანი არ გვაქვს,” – განახადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს