არქივი24 ნოემბერი 2023, 07:54
კომუნიკაციების კომისიამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია "მედია გარემო და მედიის რეგულირება" ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია “მედია გარემო და მედიის რეგულირება” ჩაატარა.
ლექციაზე ComCom-ის წევრმა ახალგაზრდებთან ერთად, საქართველოში არსებული მედია გარემო მიმოიხილა. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია ქვეყნის მედიაპოლიტიკა, რა არის საჭირო ტელე-რადიო მაუწყებლობის დასაწყებად, რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია და რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მედიის განვითარებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.