არქივი16 იანვარი, 2024, 05:07
კახეთში, 24 წლის ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ
24 წლის ახალგაზრდა კაცის დაჭრაში ბრალდებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. შემთხვევა გურჯაანში მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო და შემდეგ ქუჩაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს, 24 წლის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, დაკავებულია 40 წლამდე მამაკაცი. რაც შეეხება დაშავებულს - ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმების თქმით, მისის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.