კარდაკარ დადის და სხვადასხვა პარტიას ეხვეწება, რომ მიიღონ – არჩილ თალაკვაძე ზე

კარდაკარ დადის და სხვადასხვა პარტიას ეხვეწება, რომ მიიღონ – არჩილ თალაკვაძე ზე
არჩილ თალაკვაძე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმიანება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ გვარამიას ყველა განცხადება რეალობას მოწყვეტილია.
„განცხადებები, რომელიც გვარამიამ გააკეთა, რეალობას მოწყვეტილია. თითქოს პოლიტიკაში ბრუნდება, როცა პოლიტიკიდან არ გასულა და თითქოს სხვადასხვა შეთავაზებას განიხილავს პარტიებისგან, როდესაც პირიქით – კარდაკარ დადის და სხვადასხვა პარტიას ეხვეწება, რომ მიიღონ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
საჯარო განცხადებებით „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული ნიკა გვარამია პოლიტიკურ მომავალს ამ გუნდთან თანამშრომლობის გარეშე ვერ ხედავს. ამას მისივე განცხადებები ადასტურებს, საიდანაც ირკვევა, რომ თუ ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს, კოალიციური მთავრობის ფორმირება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე მას ვერ წარმოუდგენია.
Next: ორივე ძალიან ძლიერი პოლიტიკური ლიდერი რჩება პოლიტიკაში, რაც მთავარია, ორივე ლიდერი იქნება მთავარი სპიკერი საარჩევნოდ და ეს იყო ძალიან სწორი გადაადგილება

ასევე დაგაინტერესებთ

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს

ვხედავთ, რომ მსოფლიოში დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიცც ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამლის თემაში, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი