ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე – საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია!

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში გამარჯვება მოიპოვა. პორტუგალიის ნაკრებს 2:0 მოუგო და ისტორია დაწერა – პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდნენ!
მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩვენს გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და მოედანზე დიდი შემართებით გავიდნენ და მეორე წუთზე მიქაუტაძის პასით კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში პორტუგალიელებმა ლოჩოშვილი საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და საქართველო დაწინაურდა ანგარიშით 2:0.
3 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გიორგი მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ბობოხიძე – ჩემი ინფორმაციით, „ოცნების“ „ობშიაკში“ რამდენიმემ უკვე მიიტანა ფული და მათ წინააღმდეგ აღარ არის პრობლემები, ასეთია, მაგალითად, კახა კალაძე, საპატრიარქო კი „პოლიტიკაში არჩარევის“ სახელით მხარს უჭერს ხელისუფლებას

გიორგი შარაშიძე ლევან სანიკიძის განცხადებაზე – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის – „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი „წითელი ხაზია“