ირანული სამხედრო ხომალდი წითელ ზღვაში შევიდა

ირანული სამხედრო ხომალდი წითელ ზღვაში შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანის არმიის 94-ე საზღვაო ფლოტის სამხედრო ხომალდმა IRIS Alborz-მა ბაბ ელ-მანდების სრუტე გაიარა და წითელ ზღვაში შევიდა. საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ირანული ხომალდები რეგიონში საზღვაო სავაჭრო გზებს იცავენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში 20-ზე მეტ სავაჭრო გემს დაესხნენ თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს