ირაკლი ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებას” უხელმძღვანელებს

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.
ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, უკვე მეორე ვადით, 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე (2013–2015), ასევე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი, 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე.
ირაკლი კობახიძე პარტიის “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო” თავმჯდომარის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. ამასთან, კობახიძე საქართველოს IX და X მოწვევის პარლამენტის წევრია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს